გასულ წელთან შედარებით, ბიას ბაზაში კომპანიების მოცულობა 6%-ით გაიზარდა.
50, 087 კომპანიიდან 33 000 იურიდიული პირი კი ეკონომიკურად აქტიურია.
ამის შესახებ ბიას წარმომადგენელმა “ბიზნესკურიერის” ეთერში ისაუბრა.
2020 წლის განახლების შემდგომ წლის ბოლოს კომპანიების ბრუნვის მიხედვით, ზომების გადანაწილება შემდეგია:
ბიას მონაცემთა ბაზაში 76.8% % არის მცირე ზომის კომპანიები; გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა მცირე ზომის კომპანიების რიცხვი.
18% არის საშუალო ზომის კომპანია, მათი რიცხვი გასულწელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა
ხოლო 5.2% არის მსხვილი ზომის კომპანიები და მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.
2020 წლის განახლების შემდგომ წლის ბოლოს კომპანიების რაოდენობის მიხედვით ტოპ 10 საქმიანობის კატეგორია არის შემდეგი:
სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება – 25%
კვების პროდუქტები
მედიცინა, სილამაზე და სპორტი
საოფისე და საოჯახო საქონელი
სოფლის მეურნეობა
დისტრიბუცია
რესტორნები, ბარები
ტურიზმი
ავტობიზნესი
საკონსულტაციო მომსახურება
ამასთან, 33 000 იურიდიული პირიდან დღგ–ს გადამხდელად რეგისტრირებული არის კომპანიების 60%,
2020 წელს ბაზაში არსებული კომპანიებიდან 14.5% ახორციელებს იმპორტს. ხოლო ექსპორტის განმახორციელებელად ფიქსირდება მხოლოდ ორგანიზაციათა 2.5%
2020 წელს ბიაში არსებული კოპანიების 88.5%–ს დამფუძნებლებში უფიქსირდებათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები და ქართული იურიდილი პირები, ანუ დაფუძნებულები არიან უმეტესწილად ქართული კაპიტალით.