LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა

172
ateuli

ცნობილი გახდა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგების საუკეთესო ათეული. განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები უკვე გამოავლინეს. მათ შორის ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. გამოვლენილ საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს “ლიბერთი ბანკი” დააჯილდოვებს.

ეროვნული ჯილდოს მფლობელთა სია:

1. ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

2. სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

3. სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

4. ნათელა დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი;

5. ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი;

6. მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;

7. ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი.

8. მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

9. თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

10. ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

 

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში  2017 წელს დაწესდა და ის უკვე მეოთხედ ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g