LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის თბილისობა გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება-კახა კალაძე

342
ყანც

2020 წლის თბილისობა გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე განაცხადა. კონცერტი ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართველი მომღერლები და მუსიკოსები გია ყანჩელის მუსიკას აჟღერებენ.

ნიკოლოზ რაჭველმა და გიორგი ცაგარელმა გია ყანჩელის პატივსაცემად, რამდენიმე წუთის წინ მისი ნაწარმოებები შეასრულეს [ვიდეო]

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების თანხლებით გამოასვენეს.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g