LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

1037
1615180030

კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდის მიმდინარეობისას, გია ყანჩელის პატივსაცემად, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა.

კომპოზიტორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები