კომპოზიტორი გია ყანჩელი რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს. მისი პანაშვილი რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართ, სადაც გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟერდა.
ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე- პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისობის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება
ხელოვანის ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.