LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება წლიურად საშუალოდ, 10%-ით უნდა გაიზარდოს

133

2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება წლიურად საშუალოდ, 10%-ით უნდა გაიზარდოს, – ამას ”საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020” ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნებია: 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით; მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, დოკუმენტში გაწერილია შემდეგი სტრატეგიული მიმართულებები:

საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია; ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული მიმართულებები და შესაბამისი პრიორიტეტული ღონისძიებები განისაზღვრა არსებული მდგომარეობის და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზის, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირების საფუძველზე.

რაც შეეხება სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის პრიორიტეტულ ღონისძიებებს, ის ასახულია ”მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2016-2017 წლებისთვის”. სამოქმედო გეგმაში ასევე განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები, ღონისძიებების განხორციელების ვადები და დაფინანსების წყაროები.

mazda magti 5g