LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლისთვის, საქართველო ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს უზრუნველყოფს

61
83404582-2997640110268598-4427940488506507264-n

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030 უკვე ცნობილია. 58-გვერდიანი დოკუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი, ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს.

„ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში“, – ნათქვამია ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030-ში.

ამავე სტრატეგიის მიხედვით, ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მისი ძირითადი რესურსების – ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებისა და მდიდარი ცოცხალი კულტურის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას.

ცნობისთვის, საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო.

2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში – თურნავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები