LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს პირბადის გამო დაჯარიმებულთა რიცხვი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა

69
1

საქართველოში, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს პირბადის გამო დაჯარიმების სტატისტიკა გასამმაგდა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა წარადგინა პირველადი მონაცემები,რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა მე-11 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირბადის ტარების წესის დარღვევას გამოვლინდა:

➤  2020 წლის 12 ივნისიდან-31 დეკემბრის პერიოდში, 58 857 ფაქტი;

➤  2021 წლის იანვარი-მაისში კი  147 073 ფაქტი.

უწყებამ პირველადი მონაცემები პარლამენტს წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, მონაცემთა შემდგომი დამუშავება წარმოებს მრავალჯერადად – პირველადი, შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშგების სახით.

პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში 2020 წლის 12 ივნისს შევიდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოქალაქეები ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, თუმცა მისი ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებსა და ტრანსპორტში.

 

magti 5g