LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება

323
tbilisi-book-capital-2021

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ თბილისი დაასახელა 2021 წლის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქად. ინფორმაცია ამის შესახებ იუნესკოს ვებგვერდზე დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილება მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის კომიტეტის რეკომენდაციას ეფუძნება. პროგრამა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებისგან შედგება და ფოკისურებულია იმაზე, რომ თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით ახალგაზრდებში კითხვის ინტერესი გაიზარდოს.

ქალაქები, რომლებიც იუნესკო-ს მიერ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდება, საკუთარ თავზე იღებენ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზებას.

2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ანუ 23 აპრილს დაიწყება.

2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2001 წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g