LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისს უნდა: ყატარი დასასჯელია

150

აი ეს უკვე ამბავია: მართალია ძნელად სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ყატარს ჩამოართვან და ინგლისს გადაულოცონ.

ყატარის ვარიანტი ისედაც ათას კითხვას აჩენდა და აგერ კიდევ ერთი საკითხი წამოტივტივდა.

როორც ირკვევა, ყატარი PR-ფირმებსა და ცენტრალური სადაზღვევო სამმართველოს აგენტებს სხვა ქვეყნების განაცხადების დისკრედიტაციისთვის იყენებდა.

ამ ამბავს უმალ გამოეხმაურნენ ინგლისელები და ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ტრისმანმა თქვა:

“თუ ყატარმა დაარღვია წესები, მაშინ მან არ უნდა ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატი. ასეთ შემთხვევაში, ფიფამ უნდა განიხილოს ინგლისი, როგორც ტურნირის შესაძლო მასპინძელი”.

შავი პიარის გამოყენებისთვის ყატარის დასჯას ემხრობა ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მასმედიისა და სპორტის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე დემიან კოლინზი.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში ყატარმა აშშ-ს, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და იაპონიის განაცხადები დაამარცხა.

შეგახსენებთ, ყატარის მუნდიალი პირველი და უნიკალური იმით იქნება, რომ ის არა ზაფხულში, არამედ ზამთარში (ნოემბერ-დეკემბერში) ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები