LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელი ახალგაზრდობის ევროპული წელი იქნება

71
rayul--m6gy9ohgii-unsplash

2022 წელი ახალგაზრდობის წელი იქნება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ევროპელებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობის, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში დასწრების საშუალება დაკარგეს.

მომავალი წლიდან ბევრ ევროპულ ქალაქში სხვადასხვა თემებისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კონფერენციები გაიმართება.
მოზარდები განიხილავენ ყველაფერს, დაწყებული პოლიტიკით, დამთავრებული ისეთი პრობლემებით, როგორიცაა გლობალური დათბობა. ჩატარდება ასევე კულტურული ღონისძიებების ციკლიც.

პანდემიის გამო ახალგაზრდა ევროპელებს ძალიან ბევრი შეზღუდვა დაუწესდათ, ისევე როგორც მათ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სპეციალისტთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ასეთ შემთხვევაში მარტოობაა. როგორც აღმოჩნდა, 18-დან 25 წლამდე ადამიანები ამ მდგომარეობას სხვებზე ხშირად ებრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები