LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით პირველი საერთაშორისო კანონი მიიღო

128
20240423PHT20622-cl

ევროკავშირმა ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით პირველი საერთო ევროპული წესი მიიღო. ამის შესახებ ევრო პარლამენტის ოფიციალური საიტი წერს.

ახალი კანონი მოიცავს იძულებით ქორწინებას, ინტიმური ფოტოების თანხმობის გარეშე გაგზავნას და კიბერდევნას, ასევე სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, რომელიც აფრიკულ სოფლებში (და არამხოლოდ) დღემდე ძალიან აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.
ასეთ დანაშაულებში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუკი მსხვერპლის მიმართ ძალადობა კანის ფერთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, რელიგიასთან, სოციალურ ან პოლიტიკური შეხედულებასთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულები ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში ისედაც კანონდარღვევად ითვლება, სამართლებრივ ჩარჩოებში მცირე განსხვავებები მაინც არსებობს.

ამიერიდან კი ყველა არსებული ხარვეზი გამოსწორდება. მაგალითად, იძულებითი ქორწინება უნდა ისჯებოდეს მაქსიმუმ სამი წლით თავისუფლების აღკვეთით. დაზარალებულებს კი საშუალება ექნებათ დამნაშავისგან ძალადობით მიყენებული ზიანის სრული კომპენსაცია მოითხოვონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები