მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი დაიწყება 18:59 საათზე და ღამის პირველ საათამდე გასტანს. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
თანაც, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ამ ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აუცილებლად აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკური თუ მედიკამენტური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები:
სამყარო დღეს თქვენი გეგმების სიმყარესა და რეალურობას ამოწმებს – თუ ჩანაფიქრები კარგად განხორციელდა, ე.ი ისინი სწორად იყო დასახული, ხოლო თუ დაბრკოლებებს წააწყდით, ნიშნავს, რომ გეგმებში რაღაც გაქვთ შესაცვლელი. დღეს მკაცრად აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე ყოველი მოქმედებისას. პერიოდი მეტად ხელსაყრელია ადვოკატებთან კონსულტაციების გავლისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
მოერიდეთ დღეს მშენებლობის დაწყებას, სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას – ამ მოქმედებებისთვის დღევანდელი დღე აბსოლუტურად არ ვარგა. სამაგიეროდ, დღე მეტად სასიკეთოა მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ექსკურსიებისა და ტურისტული ლაშქრობებისთვის. კარგი დროა უცხოელებთან კონტაქტების დამყარების, უცხოეთში კაპიტალდაბანდების, იურიდიული საქმეების წარმოებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. კოსმიური ფონი მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტულ ვარჯიშებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებს, საიუბილეო საღამოების მოწყობასა და დაჯილდოების ცერემონიალებს.
პარტნიორული ურთიერთობები:
დღევანდელი დღე საუკეთესოა პარტნიორული თანამშრომლობისთვის. პირად ცხოვრებაში ნუ დაინანებთ ქათინაურებს, თბილ სიტყვებსა და კომპლიმენტებს – გამოხატეთ მეტი აღფრთოვანება თქვენი პარტნიორების მიმართ, რაც ურთიერთობებს საგრძნობლად განამტკიცებს.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის არე და მენჯ-ბარძაყის ძვალი. მოერიდეთ ამ ზონების გადატვირთვას.
სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია ფილტვების, ბრონქების, ხელების, მხრებისა და მეტყველების აპარატის მკურნალობა. ძალიან სასარგებლოა დღევანდელი დღის დათმობა სუნთქვითი ვარჯიშებისა და მასაჟისთვის.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ფირუზის, ბრილიანტის, ლალის, საფირონისა და ლაზურიტის გამოყენება. ხოლო ფერებიდან თქვენს შარმსა და პოზიტიურ განწყობას საგრძნობლად გააძლიერებს წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.