მზე დღეს იმყოფება ლომის მეტად აქტიურ, ენერგიულ და სიყვარულით აღსავსე ნიშანში, ხოლო მთვარე – არანაკლებ აქტიურ, ფრიად კომუნიკაბელურ, გონებამახვილ და ოპტიმიზმით სავსე მშვილდოსანში. ამ პლანეტარული კომბინაციის გამო დღეს ცეცხლის სტიქიის ენერგიები მძვინვარებს, რაც აღნიშნულ თვისებებს დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში კიდევ უფრო მეტად გააღვივებს.
ინტელექტის, გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან ხდება დირექტურული (სწორად მავალი). ეს მეტად პოზიტიური მოვლენა საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებასა და მგზავრობას, სადაც სირთულეები მინიმუმამდე დაიწევს. ამიერიდან ბევრად გამართულად იმუშავებს ყველა სახის ტექნიკა – ელექტრონული, კომპიუტერული თუ ავტოტრანსპორტი.
ამასთან, საჭირო ინფორმაციას დროულად მიიღებთ, კომუნიკაციის ხარისხი გაიზრდება და დადგება საუკეთესო პერიოდი სწავლისა თუ ახალი იდეების რეალიზაციისთვის. გაითვალისწინეთ, რომ უშუალოდ დღეს მგზავრობისას გზაში მცირე შეფერხებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია, თუმცა ხვალიდან ეს ტენდენციაც სრულად მოიხსნება.
დღის რეკომენდაციები:
დღეს მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ადამიანებში საგრძნობლად მოიმატებს ინტუიცია, სიცოცხლისუნარიანობა, მომხიბვლელობა და საქმეებში წარმატების მიღწევის შანსები. მოერიდეთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი ცუდი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
დღევანდელი დღე მეტად სასიკეთოა უცხოელებთან კონტაქტების დამყარებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე საკითხების მოგვარებისთვის, იურიდიული საქმეების წარმოებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიების მოწყობისთვის. ასევე კარგი დროა სამგზავრო ბილეთების შესაძენად და აქტიური სპორტული ვარჯიშებისა თუ ღონისძიებების ჩასატარებლად.
პარტნიორული ურთიერთობები:
პირად და საქმიან სფეროში მაღალია უნდობლობისა და ეჭვიანობის წარმოქმნის ალბათობა. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ შეეცდებით სხვისი სისუსტეებით თამაშს და ნუ მიმართავთ ფარულ მანიპულაციებს.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და საზარდულის არე. მოერიდეთ ამ ზონების გადატვირთვას და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (გარდა აუცილებელი შემთხვევისა)
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ფირუზის, სარდიონის, ნეფრიტის, იაგუნდისა (ლალის) და ქარვის გამოყენება.
ფერებიდან თქვენს შარმსა და პოზიტიურ განწყობას საგრძნობლად გააძლიერებს წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.