LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასი?

118
A_stockphoto_Shutterstock_702743290_RV

ევროპის ქვეყნებში ხელფასების მხრივ ყველაზე კარგი სიტუაცია ლუქსემბურგშია.

საშუალო შემოსავლის ოდენობა, რასაც ადგილობრივები სრულ ცვლაში მუშაობის შემთხვევაში იღებენ, თვეში 6758 ევროს უტოლდება.

მეორე ადგილზე დანია გავიდა: საშუალო სტატისტიკური დანიელი თვეში 5600 ევროს გამოიმუშავებს. ლიდერთა სამეულს ირლანდია ასრულებს, სადაც ხელფასი საშუალოდ 4900 ევროა.

რეიტინგის მეორე ბოლოში აღმოჩნდა საბერძნეთი (1400 ევრო), უნგრეთი (1400 ევრო) და ბულგარეთი (1125 ევრო).

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მკვიდრი საშუალოდ თვეში 3155 ევროს გამოიმუშავებს.
ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები