LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.0%-ით გაიზრდება, რასაც ხელს ტურიზმის აღდგენა შეუწყობს – Galt & Taggart

56
bigstock-skiers-ridding-down-from-the-t-285239938-990x556

2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.0% გაიზრდება, რასაც ხელს ტურიზმის აღდგენა შეუწყობს, – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა. მიმოხილვის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის დინამიკის პროგნოზთან თანხვედრაშია (2022 წელს ტურიზმის შემოსავლებს 2019 წლის 80-85%-ზე პროგნოზირებენ).

ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა 2022 წლის იანვარში და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის იანვრის დონის 53.5% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით (45%). ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორები კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება“, – ნათქვამია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები