LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა

488
kapital

სილქ რიალ ისთეითმა“, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების  მართვის  წამყვანმა კომპანიამ საქართველოში და ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების მეორე ტრანში – 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.25%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები არსებული ვალდებულებების დასაფარად იქნება გამოყენებული.

კომპანიამ ამავე, 2023 წლის აპრილში დაგეგმილი ჯამური 40 მილიონი აშშ დოლარის პირველი ემისიის ფარგლებში, წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით, რომელსაც წინამდებარე შეთავაზების იდენტური პირობები ჰქონდა. აღნიშნული შეთავაზების მიმართ მაღალი დაინტერესება გამოხატეს როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ინვესტორებმა.

ობლიგაციები 2023 წელს „სილქ რიალ ისთეითის“ უკვე მეორე განთავსებაა, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიშვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.

აღნიშნული ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ რიალ ისთეითის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა.

გიორგი რამიშვილი – „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„გვიხარია, რომ „სილქ რიალ ისთეითის” ობლიგაციების მეორე ტრანში წარმატებით განვათავსეთ, რაც ჩვენი პარტნიორების და „სილქ  როუდ ჯგუფის” ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. „სილქ რიალ ისთეითის” პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. მინდა სიამოვნებით გამცნოთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროექტი განხორციელდება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ.“

მამუკა შურღაია – „სილქ რიალ ისთეითის“  აღმასრულებელი დირექტორი:

„საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების მეორე ტრანში. ორივე ტრანშმა წელს, ჯამურად, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შეთავაზებამ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის  დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს მათი მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის დასტურია, ხოლო შედეგი, რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. აღსანიშნავია ამ საქმეში ჩართული გუნდების თავდაუზოგავი შრომა წარმატების მისაღწევად. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და მივულოცო.“

ზურაბ ქოქოსაძე – „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ მნიშვნელოვანი როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების უკვე მეორე ტრანშის განთავსებაში. „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ერთობლივი ტრანზაქცია საკმაოდ წარმატებულია და მინდა, ყველა ჩართულ მხარეს მივულოცო ეს ფაქტი, მათ შორის „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სწორედ ასეთი თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მიმზიდველი და სტაბილური  ფინანსური გარემო, რითიც აიხსნება კიდეც ინვესტორების მხრიდან  ასეთი მაღალი ინტერესი.”

გიორგი თხელიძე – თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე:

 „მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების გამოშვების მხარდამჭერები ვართ და პირველი ტრანშის მსგავსად მეორეც წარმატებით განთავსდა. შედეგად, კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ ერთად უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითაც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს.“

ალექსი ხოროშვილი – „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორი:

მოხარულნი ვართ, რომ ზედიზედ მეორედ „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი კაპიტალთან“ ერთად შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ რიალ ესთეიტის“ მიერ მეორე ტრანშის წარმატებული განთავსება კიდევ ერთი დასტურია ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობისა როგორც კომპანიისა, ასევე მთლიანობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმართ. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან და ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებმა კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში თავისი პირველი ინვესტიციები სწორედ „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელეს.“

„სილქ რიალ ისთეითი“ „სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომელიც  ძირითადი საქმიანობით ჰოლდინგური საწარმოა. კომპანიის უძრავი ქონებისა და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის მართვა ორი მიმართულებთ ხდება: Silk Development უძრავი ქონების ახალ პროექტებს ავითარებს, ხოლო Silk Hospitality კომპანიის უკვე განვითარებულ ბიზნესებს მართავს.

„სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს: „ივერია ბიჩ კლუბი“ ბათუმში, ღამის კლუბი  „Noble Savage“, კაფე „ივერია“ თბილისში.

კომპანიამ ახლახანს დაასრულა უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი აჭარაში – „ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე. ეს Silk Real Estate-ის პორტფელში პირველი საცხოვრებელი პროექტია, რომელზეც კომპანიამ იმუშავა.

მიმდინარე პროექტებს შორისაა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ თბილისის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაში, რომლის დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu ეკუთვნის.

„სილქ რიალ ისთეითის“ უძრავი ქონების პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები დაახლოებით 900 მილიონ ლარადაა შეფასებული.

2005 წლიდან დღემდე „სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოს ეკონომიკაში ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე აქვს ინვესტირებული. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ბახვის ელექტროჰესს და „სილქ ბანკს“.

(R)