LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

137
1622491594-ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა 11% იყო, ხოლო 2022 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ 10.1% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.

უწყების თანახმად, დეკემბერში საქართველოს ბიზნესის ბრუნვამ (დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ) 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.1%-ით მეტია.

“2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში,” – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები