LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა – ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა 

127
ლარსი რუსები

2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

საქართველოდან ემიგრაციაში 2022 წელს 25.3%-ით მეტი ადამიანი წავიდა 

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

mazda magti 5g