LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

შსს-ს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა 

გასული წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყანა 1 887 223-მა პირმა დატოვა.

„შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან“ – სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

2022-2023 წლებში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.

რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ინფორმაცია პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა.