LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის ათპროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ: პრემიერი

304
0e8dc208a9426aba8a781bffb55dc6a6-XL

“2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის ათპროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია”,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მადლობას უხდის.

მისი თქმით, მათი მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g