LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

115
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს მათი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებსა და სამომავლო განვითარების მთავრობისეულ ხედვაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაზე, მთავრობის პოლიტიკურ კურსზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ისინი საჯარო სექტორის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მონაწილეები თავადაც არიან, ასევე, განვითარების სამომავლო ხედვებზე და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები