LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის 155 556 ჯარიმაა გამოწერილი

154
Untitled design (2)

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსით და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში, 105 692 ჯარიმაა გამოწერილი, 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.

2022 წელს, ყველაზე მეტი 64 850 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა, ყველაზე ცოტა – 10 650, მეტროპოლიტენით სარგებლობისას.

წლის განმავლობაში, მიკროავტობუსით მგზავრობისას 3 0192 ჯარიმაა გამოწერილი.

რაც შეეხება 2023 წლის სტატისტიკას, ყველაზე მეტი, 25 144 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის დროს არის გაცემული, ხოლო ყველაზე ცოტა – 867 ჯარიმა მეტროპოლიტენით გადაადგილებისას. მიკროავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას კი 23 853 ჯარიმაა გამოწერილი.

შეგახსენებთ, უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის ოდენობა 20 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g