LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სადღესასწაულო დღეებში

68
269743186-5322839234399300-8472589740370939029-n

ახალი წლისა და შობის ღამეებს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს ღამის 3 საათამდე მოემსახურება. გარდა ამისა ღამის 11 საათიდან გადაადგილება ავტობუსებითა და მეტროს საშუალებით უფასო იქნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ.

ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383.

6 იანვარს, შობის ღამეს, მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც, უფასოდ იმგზავრებენ.

რაც შეეხება დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობის განრიგს – სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიებების გამო, რომელიც ძირითადად, თბილისის ცენტრალურ ადგილებში იმართება – მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვლითი გზებით იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები