LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა – ზრდა 272.3%-ია

78
279198458_360568452780634_6401626398226682724_n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, ზრდა +184.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7% პროცენტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობითვე, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140.5 პროცენტით მეტია, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3 პროცენტი აღდგენილია.

„2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით, ზრდა +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია. მიმდინარე წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +233.9 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2% აღდგენილია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g