LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა

78
3033bf1b-b9932216-99c4d8b4-budget-2022-850x460-acf-cropped-850x460-acf-cropped

საკანონმდებლო ორგანომ 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირია: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი – 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები – 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები