რომელი ავტომობილი იყო 2022 წელს ყველაზე სასურველი? არა.. უფრო ყველაზე მოთხოვნადი… შესაძლოა პასუხი ბუნდოვანი იყოს ან სავარაუდო. მაგრამ არ იტყუებიან რიცხვები.
ექსპერტების ჯგუფმა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინა მსოფლიოს მასშტაბით.

მიუხედავად მსა, რომ 2022 წელი საავტომობილი ინდუსტრიაში საკმაოდ რთული იყო, ცალკეულმა ქვეყნებმა მაინც შეძლეს გაყიდვების გაზრდა.
აბსოლუტური ლიდერი კი აღმოჩნდა ჩინეთი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის ორჯერ აჯობა.
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ჩინეთში იყვნენ BYD Song Plus, Nissan Sylphy და Wuling Honnguang Mini EV
ელექტრომობილების განვითარების წყალობით კი ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვები ჯამში 2% გაიზარდა 26,86 მილიონამდე. იქ გასულ წელს ყველაზე მოტხოვნადი BYD Song Plus, რომლის 459,424 შეადგინა.

შტატებში ყველაზე გაყიდვადი იყო პიკაპები Ford F-Series, Chevrolet Silverado და Dodge Ram. ჩინეთისგან განსხვავებით იქ გაყიდვები შემცირებულია 6% წინა წელტან შედარებით.
ევროპის მთლიანი გაყიდვების თითქმის 75% კი მოვიდა გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე და ესპანეთზე, სადაც ამავე წყობით ლიდერები იყვნენ Volkswagen Golf, Nissan Qashqai, Peugeot 208, Fiat Panda და Hyundai Tucson.
გაყიდვები ასევე გაიზარდა ავსტრალიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში და თურქეთში.
