LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

144
მოტო

საქართველოში 2023 წელს ავარიებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7 310. გასულ, 2022 წელს ავტოკატასტროფებში დაიღუპა 430 ადამიანი, დაშავდა 7 517.

ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის წლებია დომინირებს ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა.

მხოლოდ 2023 წელს 13 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის დაუდევრობით, 67 ემსხვერპლა სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულ ავარიას.

გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს მოტიციკლების მონაწილეობით 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 808.

მხოლოდ 2023 წელს 90 ქვეითი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევებისას. მათგან 12 არასრულწლოვანი იყო.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება police.ge -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები