LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა თითქმის 81 მლნ ლარი შეადგინა

108
მთლიანი შიდა პროდუქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ 2023 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა თითქმის 81 მლნ ლარი შეადგინა.

რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (52.7%), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (9.5%), იმერეთი (7.8%), ქვემო ქართლი (7.5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.4%).

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.6%), მშენებლობა (9.1%).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g