LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას განახორციელებს: ერდოღანი

93
FORTUNA.GE- (3)

”ჩვენი ფეხი დედამიწაზე დარჩება, მაგრამ თვალები სივრცეს გახედავს. ჩვენი ფესვები დედამიწაზე იქნება, ტოტები კი ცაზე.” – გამოთქმა პოეტურად ჟღერს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადების დროს გამოიყენა.

2023 წლის ბოლოს, თურქეთი, ეროვნული პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე კოსმოსურ მისიას განახორციელებს.

როგორც გუშინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პროგრამაზე საუბრის დროს განაცხა, მისია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

თანამშრომლობის შესახებ მას დამატებით არ უსაუბრია, თუმცა როგორც ცნობილია, გასულ თვეში ერდორანი SpaceX-ის დამფუძნებელს, ელონ მასკს ესაუბრა კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით შესაძლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

პროგრამის შესახებ საუბრის დროს, პრეზიდენტმა 10 სტრატეგიული მიზანი დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთი კი არის კოსმოსში თურქეთის მოქალაქის გაგზავნა სამეცნიერო მისიით.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მიზანია, 10 წლის განმავლობაში განახორციელოს სტრატეგიული კოსმოსური მიზნები და  ქვეყანამ გააუმჯობესოს მუშაობა სატელიტურ ტექნოლოგიებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g