„2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც, ანგარიშში მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე ვკითხულობთ, 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნებისადმი”კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით 2024 წელო საგანგაშო იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები:
„ტვ პირველის“ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი, გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – რა კადრებს ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური
უწყების ცნობითვე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილი მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.
პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
მედიაომბუდსმენი: „ბოლო 10 დღეში ძალოვნებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს – მნიშვნელოვანია დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“
„ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია“ – აღნიშნულია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.
ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, „მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი – გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები. ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა 5 ძირითად კატეგორიას აერთიანებს: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები; ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება; მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები; პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება; მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება.
„ბევრ რაღაცაზე აქვთ ინფორმაცია და მივიღეთ პირობა, რომ იქნება ძალიან კონკრეტული გზავნილები “ქართული ოცნების” მისამართით” – გურამ როგავა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ
მისი თქმით, დელეგაციის წევრები ინფორმირებულები არიან და კონკრეტული გზავნილები ექნებათ „ქართული ოცნების“ მიმართ.
2024 წელს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლი კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა წინასაარჩევნო პერიოდში, რა დროსაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა “თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები”.
მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2024 წელს კვლავ შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია. მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ.
„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს ქართული ოცნების პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით. მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული.
მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს,” – აღნიშნულია ანგარიშში.