ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკაში განუცხადეს, ნაცემი ჟურნალისტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმმა როგავას დაზიანებების შესახებ მედიასთან ისაუბრა:
„მისი მდგომარეობა ამ წუთს დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან კომუნიკაცია, ჩივილები არ აქვს.
გურამ როგავა: „მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია“
როგავა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.
მა აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა, ასევე, კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა.
კისერი დაფიქსირებულია, ნანახი აქვს ყბა-სახის ქირურგისა და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“. – განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.
შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 43 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაშავდა 32 სამართალდამცავი.