LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ“ – მედიაომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა

168
დაშავებული ჟურნალისტები

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა

როგორც მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს და ასევე, აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ – „მთა­ვა­რი არ­ხი“

მედიაომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.

გურამ როგავა: „მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია“

„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, შესაძლოა, არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია:

1. გურამ როგავა, „ტელეკომპანია ფორმულა” – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” – დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;

3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” – პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;

4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა „OC Media” – სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;

5. ნანუკა ქაჯაია, „ტელეკომპანია პირველი” – წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

6. დავით ბიჭიკაშვილი, „ტელეკომპანია პირველი” – გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;

7. გიორგი შეწირული, „ტელეკომპანია პირველი” – სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;

8. ანა მდივანი, „ტელეკომპანია პირველი” – სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;

9. ნიკო კოკაია, „ტელეკომპანია პირველი” – სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;

10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” – პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკა” – გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;

12. გიორგი გოგუა, „პროექტი 64” – პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;

13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა „ექსპრესნიუსი” – სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება;

15. დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გადაღებისას;

16. გიორგი გოგინაშვილი, „მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;

17. იულია კალაბანო – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;

18. მინდია გაბაძე – ონლაინგამოცემა „პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;

19. ნინო წვერავა, „სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;

20. ნინო შუბითიძე, „სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.

ასევე ცნობილია, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.

თითოეულ ფაქტთან, დაკავშირებით მივმართეთ “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

– დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;

– საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;

– აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;

– ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.

„მედიაომბუდსმენი“ მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592“, – აღნიშნულია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი…

Posted by Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024

ცნობისათვის, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“

„კოალიცია ცვლილებისთვის”: „ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი, სავარაუდოდ ხელი – დაშავებულია ვანო წერეთელი და ანა ჭარხალაშვილი“

„ქაშვეთში რომ ხალხს უვარდებოდნენ, რით ხსნით?! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, რით ხსნით, აფთიაქებში შესული ხალხი, ძალით რომ გამოჰყავდათ! ახლა მხოლოდ ორი მხარეა! სამშობლო და მოღალატე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს

მთავარ სლაიდზე გამოყენებულია „პუბლიკას“ და „რადიო თავისუფლების“ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g