LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ – „მთა­ვა­რი არ­ხი“

309
დეა მამისეიშვილი

ტელეკომპანია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბისას „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ.

ტელეკომპანიის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლისტს და ოპე­რა­ტორს სა­ვა­რა­უ­დოდ წი­წა­კის სპრეი შე­ას­ხეს.

„მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g