ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს როგავას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის.
მის დახმარებას ადგილზე კოლეგები ცდილობდნენ.
ჟურნალისტს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში აღმოუჩინეს.
„ფორმულას“ ჟურნალისტი აქციის დარბევისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა❗ განახლება: სხვა რაკურსით ნანახი კადრიდან უტყუარად დგინდება, რომ გურამ როგავას თავს სპეცრაზმელი დაესხა. „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა აქციის დარბევისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. „ფორმულა“ ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავას პირველადი დახმარება სასწრაფოს მანქანაში გაუწიეს და ახლა კლინიკაში გადაჰყავთ.
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ჟურნალისტმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ეს ნიღბიანი ჩემი ძმა იყო, რომელმაც არჩევნებზე ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა“ – წერს როგავა.
ეს ნიღბიანი ჩემი ძმა იყო, რომელმაც არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა
Posted by Guram Rogava Rogowski on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.