რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები დაშავდნენ.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელი აქვს მოტეხილი.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, კოალიციის წევრს ვანო წერეთელს სპეცრაზმელები „ოფისამდე მიჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს“.
დაშავებულია ანა ჭარხალაშვილიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
ელენე ხოშტარიას სპეცრაზმა წიწაკის სპრეი შეასხაელენე ხოშტარიას სპეცრაზმა წიწაკის სპრეი შეასხა
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024