ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
„მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია“ – წერს როგავა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს როგავას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“
მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია✊
Posted by Guram Rogava Rogowski on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
„ფორმულას“ ჟურნალისტი აქციის დარბევისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა❗ განახლება: სხვა რაკურსით ნანახი კადრიდან უტყუარად დგინდება, რომ გურამ როგავას თავს სპეცრაზმელი დაესხა. „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა აქციის დარბევისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. „ფორმულა“ ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავას პირველადი დახმარება სასწრაფოს მანქანაში გაუწიეს და ახლა კლინიკაში გადაჰყავთ.
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024