საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.4 მილიონი), თურქეთისა (1.3 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.