LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობდა და ყიდდა

120
საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 მლნ 950 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 12.2%-ით, იმპორტი კი 1.6%-ით შემცირდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, 1 მლნ 343 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5%-ია.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში მოხვდნენ: ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში კი შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

2024 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობები.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები