საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამყვანი ტურიზმის 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 642 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი – 46.1% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.
ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.