2024 წლის Super Bowl-ის შოუზე ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი Usher იმღერებს. ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი 11 თებერვალს, ნევადაში, „ალეგიანტეს“ სტადიონზე გაიმართება.
„ეს არის უდიდესი პატივი, როგორც იქნა დადგა დრო იმისა, რომ სურვილების სიაში ამ შოუზე სიმღერა გადავხაზო. ერთი სული მაქვს მსოფლიოს ისეთი შოუ ვაჩვენო, როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ“, – განაცხადა მომღერალმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, Super Bowl-ი მუსიკალურად რიანამ გააფორმა.
ვიდეო: რიანა კვლავ ორსულადა – ვარსკვლავმა Super Bowl-ზე მუცელი გამოაჩინა და ფურორი მოახდინა
ვიდეო/ფოტო: დაუვიწყარი ჰიპ-ჰოპ შოუ – რა ხდებოდა Super Bowl-ზე
ცნობისთვის, ამერიკელი პოპ-მომღერალი და მსახიობი Usher პოპულარული 1990-იანი წლების ბოლოსკენ გახდა. დღეისთვის, მსოფლიო მასშტაბით მას დაახლოებით 30 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის „გრემის“ შვიდგზის მფლობელი არტისტია.