12 თებერვალს, State Farm-ის სტადიონზე Super Bowl-ის 57- ე ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერიც რიანა გახლდათ. არტისტმა სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, ის ალისფერ კოსტიუმში გამოჩნდა და საოცარი პერფორმანსიც შემოგვთავაზა. სცენაზე გასვლის მომენტში რიანამ წამოზრდილი მუცელი გამოაჩინა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 34 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი კვლავ ორსულადაა.
ცნობისთვის, გასული წლის მაისში რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky მშობლები პირველად გახდნენ, წყვილს ვაჟი შეეძინა. წყვილმა ვაჟი პირველად გასული წლის დეკემბერში გამოაჩინა.
ვიდეო: რიანამ 7 თვის ვაჟი პირველად გამოაჩინა
„მადამ ტიუსოს მუზეუმში“ რიანას ცვილის ფიგურა დადგეს
რიანა სიმღერისთვის Lift Me Up „ოსკარზე“ პირველად არის ნომინირებული