LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანხმობა უარის შემდეგ – რიანა Super Bowl-ის ჰედლაინერია

179
Untitled.pngsgsdg

რიანა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე იმღერებს. ინფორმაცია ამის შესახებ  ბარბადოსელმა ლამაზმანმა ოფიციალურად დაადასტურა. მან ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ხელში NFL-ის ბურთი უჭირავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

აღსანიშნავია, რომ 34 წლის მომღერალს Super Bowl-ზე გამოსვლა ჯერ კიდევ 2019 წელს შესთავაზეს, თუმცა მაშინ რირიმ შოუს გამართვაზე უარი თქვა. მიზეზი კოლინ კეპერნიკის მიერ დაწყებული საპროტესტო ტალღა გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ფინალური მატჩის წინ, რომლის პატივი წელს, მიკი გუიტონს ერგო.

შეგახსენებთ, წლევანდელი Super Bowl-ის ჰედლაინერები – Dr. Dre, სნუპ დოგი, ემინემი, მერი ჯეი ბლაიჯი და კენდრიკ ლამარი იყვნენ. სცენაზე ვიხილეთ ასევე, 50 Cent და Anderson .Paak.

57- ე ,,სუპერ-ბოული” 2023 წლის 12 თებერვალს, State Farm სტადიონზე, არიზონაში გაიმართება.

რიანა საქმროსთან პაემნის დროს 865 ევროიანი ღია ფეხსაცმლით გამოჩნდა

ფოტო/ვიდეო: მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ, რიანამ საკუთარი ბრენდის პიკანტურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები