LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური შეხვედრა სუპერმარკეტში: რიანამ ონკოლოგიური პაციენტი გაამხნევა და საკუთარი თავის კრიტიკა აუკრძალა

116
photo-collage.png (42)

რიანამ სოციალური ქსელები მორიგი გულთბილი ჟესტით დაიპყრო. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც მომღერალი ბევერლი-ჰილზის Bristol Farms-ის სუპერმარკეტში კიბოსთან მებრძოლ თაყვანისმცემელს ხვდება და მას ემოციურ მხარდაჭერას უცხადებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვარსკვლავი მედია-სახე, ჯეისონ ლისთან ერთად, მისი გადაცემის, Jason Lee Unlocked ფარგლებში, პროდუქტებს ყიდულობდა. გადახდის რიგში მდგომ მომღერალს ადგილობრივი ქალი მიუახლოვდა, რომელმაც აღიარა, რომ მძიმე სენს ებრძვის, თუმცა საკუთარი ვიზუალის გამო კომპლექსდებოდა.

ძალიან საშინლად გამოვიყურები, კიბო მაქვს. შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო?“ — მიმართა ქალმა რირის.

არტისტმა ფანის თვითკრიტიკა მკაცრად, მაგრამ თბილად უარყო: „შენ სულაც არ გამოიყურები საშინლად, მშვენივრად გამოიყურები!“.

საუბრისას გაირკვა, რომ თაყვანისმცემელს პარიკი არ ეხურა, რაზეც რიანამ იხუმრა კიდეც: „ხომ იცი, მე რაზე ვგიჟდები? თმის კარგ ხაზზე, საყვარელო“. თუმცა, როდესაც ქალმა მაინც მოიბოდიშა თავისი გარეგნობის გამო, რიანამ მას მხარზე ხელი გადახვია და მტკიცედ უთხრა:

აი, რა მინდა რომ დაინახო. ნებისმიერ ადამიანს როცა შეხვდები, ასე აღარასდროს მოიქცე. შენ ისედაც ცეცხლოვანი ხარ!

როდესაც აღელვებულმა ქალმა, რომელსაც, როგორც გაირკვა, მუსიკოსის მსგავსად რობინი ჰქვია, ჰკითხა, შეეძლო თუ არა ამ სიტყვების ციტირება, რიანამ უპასუხა: „რა თქმა უნდა! ტურნეზე გნახავ, მიყვარხარ და ეს მეორედ აღარ გაბედო!“.

რიანას ამ გულწრფელმა მომენტმა მილიონობით ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია – საზოგადოება ხაზს შემსრულებლის უშუალობასა და მზრუნველობას უსვამს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები