LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუქების“ ცვენა და „დიორის“ სამოსში გამოწყობილი ჩვილი – რიანა და მისი ქალიშვილი პირველად გამოცემის გარეკანზე

149
page

პოპ-სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რიანა პირველად გამოჩნდა გლამურული გამოცემის, W Magazine გარეკანზე თავის პატარა ქალიშვილთან ერთად. კადრებმა უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ჟურნალის გარეკანზე მომღერალი ელეგანტურ, ბეწვიან პალტოში და გამორჩეულ, ავანგარდულ ქუდში პოზირებს, ხოლო მისი ქალიშვილი „დიორის“ ბრენდის, ჩვილებისთვის განკუთვნილ კომბინეზონში.

ფოტოსესიის სხვა კადრებში, რომლებიც რიანამ „ინსტაგრამზე“ გააზიარა, ის ვიქტორიანული სტილის სამოსში პოზირებს და გარემოც შესაბამისია.

„ტიერი მაგლერის“ ბეწვის საყურე, „მიუ მიუს“ ქურთუკი და „ტომ ფორდის“ ფეხსაცმელი – რიანა მეოთხე ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა

შეგახსენებთ, რომ რიანა უკვე ხუთი წელია ურთიერთობაშია რეპერ, ASAP Rocky-თან. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ წყვილმა შესაძლოა უკვე იქორწინა კიდეც. მათ სამი შვილი ჰყავთ, ცოტა ხნის წინ კი მედიაში გაჟღერდა ახალი ვარაუდი, რომ მომღერალი შესაძლოა მეოთხე ბავშვს ელოდება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ნამდვილი ოჯახური იდილია – რიანა სამივე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები