LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტიერი მაგლერის“ ბეწვის საყურე, „მიუ მიუს“ ქურთუკი და „ტომ ფორდის“ ფეხსაცმელი – რიანა მეოთხე ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა

339
page

რიანა მეოთხე ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა. მომღერალი პარიზში, ბავშვთა ბუტიკ, Bambinou-ში შენიშნეს, სადაც ის სხვადასხვა ნივთს ათვალიერებდა.

ვიდეო: რიანა და A$AP Rocky მეოთხე შვილს ელოდებიან

ამჯერად არტისტმა ყურადღება უჩვეულო და გამორჩეული აქსესუარით მიიპყრო. ეს გახლდათ უზარმაზარი საყურეები, რომელიც დამზადებულია ნამდვილი წაულას ბეწვისა და ხელოვნური მარგალიტებისგან.

აღსანიშნავია, რომ ეს შთამბეჭდავი სამკაული 1987 წლის არქივიდანაა წარმოდგენილი და ეკუთვნის ლეგენდარულ დიზაინერს ტიერი მაგლერს. რიანამ ეს გამორჩეული აქსესუარი ძვირადღირებულ „ლუქს“ შეუხამა.

ამ დღეს რირის Miu Miu-ს ზამშის ქურთუკი ($9,200), თავისუფალი სტილის ჯინსი და „ტომ ფორდის“ შავი ფეხსაცმელი ($1,550) ეცვა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რიანა მეოთხე ბავშვზეა ორსულად. ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომღერალი პაპარაცების ობიექტივში ფართო, თავისუფალი სტილის სამოსით მოხვდა, რამაც ფანებს აფიქრებინა, რომ ის მომრგვალებულ მუცელს მალავდა. მოარული ხმების თანახმად, 38 წლის შემსრულებელი მეოთხე ორსულობას ოფიციალურად 4 მაისს, Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე დაადასტურებს. აღსანიშნავია, რომ მან მესამე ორსულობა გასულ წელს სწორედ Met Gala-ზე გაამხილა.

შეგახსენებთ, რომ რიანას A$AP Rocky-ისგან ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს.

ნამდვილი ოჯახური იდილია – რიანა სამივე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები