რიანას გულშემატკივრები მომღერალს მოუწოდებენ, დაშორდეს მის პარტნიორსა და სამი შვილის მამას, რეპერ, A$AP Rocky-ს. ამის მიზეზი მისი განცხადებაა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
Don’t Be Dumb-ის ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტის დროს, 37 წლის რეპერმა ქალ მაყურებლებს უკმეხად მიმართა და თქვა:
„ღმერთს მადლობა, რომ მაშინ არ მიცნობდით, როცა უცოლო ვიყავი, თორემ ყველას …“.
რეპერის ამ განცხადებას რიანას თაყვანისმცემლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ხუმრობა არ შეეფერება არც სცენას და არც იმ ფაქტს, რომ არტისტი დაოჯახებულია. სოციალურ ქსელებში ბევრმა რიანას მოუწოდა, მასთან ურთიერთობა დაასრულოს.
ამ ამბების შემდეგ რიანა პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. მას საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.
ცნობისთვის, რიანა და A$AP Rocky ხუთი წელია ერთად არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა შესაძლოა უკვე იქორწინა კიდეც, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. მათ სამი შვილი ჰყავთ, ვაჟები რიზა და რაიოტი, ხოლო გასულ წელს წყვილს ქალიშვილი, როუზი შეეძინა.
ისტორიული ეპოქის ესთეტიკა – რიანა გამოცემა 72EE-ის ახალ ფოტოსესიაში შეუდარებელია


