LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა ისევ ორსულადაა? – წყვილის უახლესი გამოჩენა

231
page

მსოფლიო მედია კვლავ რიანას პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. 38 წლის მომღერალმა, რომელიც მესამე შვილის დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა, ახალი გამოჩენით მეოთხე ორსულობის შესახებ გააჩინა ვარაუდები.

რიანა რეპერ A$AP Rocky-თან ერთად ნიუ-იორკში, Four Seasons-ის სასტუმროსთან შენიშნეს, საიდანაც წყვილი წითელი „ფერარით“ გაემგზავრა. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით მომღერლის ჩაცმულობამ მიიპყრო, მას გრძელი კაბა ეცვა, რომელიც მთლიანად ფარავდა სხეულის კონტურებს და საორსულო სამოსს ჰგავდა.

სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა კომენტარები: „ის ისევ ორსულადაა?“, „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რიანა კვლავ ბავშვს ელოდება“, „ნუთუ რირის მალე კიდევ ერთი შვილი ეყოლება?“

შეგახსენებთ, 2025 წლის 13 სექტემბერს რიანას და A$AP Rocky-ის ქალიშვილი შეეძინათ. წყვილს ასევე ჰყავს ორი ვაჟი, ოთხი წლის რიზა და ორი წლის რიოტი.

რიანა და A$AP Rocky დაახლოებით ხუთი წელია ერთად არიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ ურთიერთობა ოფიციალურადაც დააკანონეს, თუმცა ეს ინფორმაცია თავად წყვილს არ დაუდასტურებია..

A$AP Rocky-ის შოკის მომგვრელი განცხადების შემდეგ, რიანას გულშემატკივრები მომღერალს მოუწოდებენ, ქმარს დაშორდეს

„ლუქების“ ცვენა და „დიორის“ სამოსში გამოწყობილი ჩვილი – რიანა და მისი ქალიშვილი პირველად გამოცემის გარეკანზე

Met Gala-ს კულმინაციური წყვილი – რიანასა და A$AP Rocky-ის ტრადიციული გამოჩენა კოსტიუმების წვეულებაზე

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები