LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის დედა!“ – რიანა სამ შვილთან ერთად სასეირნოდ მარტო გამოვიდა – ვიდეო ინტერნეტსივრცე იპყრობს

137
page

რიანა ნიუ-იორკში სამ შვილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 38 წლის ვარსკვლავი ბავშვებს დამხმარეების გარეშე ასეირნებს, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

რიანა ისევ ორსულადაა? – წყვილის უახლესი გამოჩენა

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოებში რიანა მარტო მიაბიჯებს ქუჩაში, წინ ეტლს მიაგორებს, რომელშიც მისი ორი უფროსი შვილი იმყოფება, ხოლო უმცროსი ქალიშვილი „კენგურუში“ ჰყავს ჩასმული.

მომღერლის გულშემატკივრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ის ფაქტი, თუ რამდენად მშვიდად და თავდაჯერებულად უმკლავდება ის სამ შვილს ერთდროულად.

„წლის დედა“, „სამაგალითო ვარსკვლავია“, „სამ შვილთან ერთად და მაინც მაღალქუსლიანებით, ნამდვილი დედოფალია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, 38 წლის მომღერალმა, რომელიც მესამე შვილის დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა, ახალი გამოჩენით მეოთხე ორსულობის შესახებ გააჩინა ვარაუდები. რიანა რეპერ A$AP Rocky-თან ერთად ნიუ-იორკში შენიშნეს. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით მომღერლის ჩაცმულობამ მიიპყრო, მას გრძელი კაბა ეცვა, რომელიც მთლიანად ფარავდა სხეულის კონტურებს და საორსულო სამოსს ჰგავდა.

ემოციური შეხვედრა სუპერმარკეტში: რიანამ ონკოლოგიური პაციენტი გაამხნევა და საკუთარი თავის კრიტიკა აუკრძალა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები