მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი და მოდის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურა, რიანა გამოცემა 72EE-ის ახალ ფოტოსესიაში გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ესთეტიკითაა შთაგონებული.
ფოტოსესიის კრეატიული დირექტორი ბრიტანული Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული გახლავთ, ხოლო კამერის მიღმა ცნობილი ფოტოგრაფი სილვესტერ მაკო მუშაობდა.
ენინფულის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი რიანას უნიკალური ხედვისა და კულტურული გავლენის წარმოჩენა იყო.
„რიანა ტენდენციებს არ მიჰყვება, ის თავად განსაზღვრავს კულტურას, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენი ახალი ფოტოსესიისთვის გვინდოდა გამოგვეყენებინა მისი ღრმა ცოდნა მოდისა და ხელოვნების შესახებ, რათა შეგვექმნა რაღაც ნამდვილად დიდებული და შთამბეჭდავი“ – აღნიშნა ენინფულმა.
ფოტო/ვიდეო: რიანამ ვალენტინობის კოლექცია წარადგინა და მოდელად ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი შეარჩია
რიანა პირველ ქალ არტისტად იქცა, ვისაც კარიერაში ყველაზე მეტი ბრილიანტის სერტიფიცირებული სინგლი აქვს